ღვინის ტური
ტყუპების “ძველი მარანი” სტუმრებს სთავაზობს ღვინის
ტურს, რომელიც მთელი წლის მანძილზე მოქმედებს. ტურში შედის:
ღია და დახურული ტიპის მარნის, არყის სახდელის ე.წ. “ზავოდის”
დათვალიერება, ღვინის დაჭაშნიკება,(სურვილის შემთხვევაში
ქვევრის გახსნა), ტრადიციული კახური სუფრა თამადით და ხალხური
სიმღერების ცოცხალი შესრულებით, რთველში მონაწილეობა, ყურძნის
დაწურვა, თონეში პურის ჩაკვრა, ხინკლის მოხვევა, თათარის
მომზადება და ჩურჩხელის ამოვლება.
სადეგუსტაციოდ გთავაზობთ 4 სახის ღვინოს:
კახური-ქვევრის(თეთრი), ევროპული(თეთრი), საფერავი და კაბერნე.
2 სახის არაყს: 1- არაყი ჭაჭის(თეთრი)- მზადდება მარნის
ტერიტორიაზე
არსებულ ზავოდში;
2- არაყი ჭაჭის (ფერადი)- თეთრი არყის დაძველება ხდება მუხის
კასრებში 2 წლით.
სეზონური შემოთავაზება:
• ვენახის ოპერაციებში მონაწილეობა( სხვლა, რემონტი)-
დეკემბერი-ივნისი
• რთველში მონაწილეობა-სექტემბერი-ოქტომბერი
ყურძნის დაწურვა-სეკტემბერი-ოქტომბერი
აქვე შესაძლებელია ღვინისა და სამახსოვრო სუვენირების შეძენა.
“ძველი მარნის” კარი მუდამ ღიაა სტუმრებისთვის. მობრძანდით
თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს.
 |
 |

 |